"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს" - ცნობილი მოკრივე მესის ემუქრება

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ჩემპიონი, მექსიკელი კანელო ალვარესი, არგენტინის ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის დაემუქრა.

არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს, თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".

არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 30 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, მექსიკა კი ამავე
დღეს საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 23 /
მესი მარიონეტივით თამაშობს ის ძველი მესი აღარ დაბრუნდება
ჯიო
28 ნოემბერი 2022 23:30
6
შენ, რომ იტყვი არა? ფხიი...
ჯიოს
29 ნოემბერი 2022 11:17
1
LAS მზე ხარ ჩვეულებრივი
sony
28 ნოემბერი 2022 23:01
6
sony-ს

შენ კიდევ მთვარე ხარ ჩვეულებრივი.
იცი ხვიჩამ რატომ გადააბიჯა ლივერპულის გერბს დაბლა სასიარულო ბილიკზე გამოხატულს?
ხოდა მთვარე რომ ხარ სიბნელეში მხოლოდ სექტა ხარ, ხან მესის ხან კრისტიანოსი, ხან კიდევ სხვების... მორალი ყველასთვის ერთია.
G.LA
28 ნოემბერი 2022 23:55
3

სიახლეები პოპულარული