უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"მესის შეჩერებას სწორედ ასე შევძლებთ" - პოლონეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი არგენტინელზე საუბრობს

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ეჟი ბჟენჩეკმა არგენტინასთან გასამართი მატჩის წინ TVP Sport-თან კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს მესის შეჩერება.

ბზენჩეკის აზრით, პოლონელებმა "ლა პულგას" წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დაიცვან და მასზე ორმაგი მეურვეობა უნდა დაწესდეს.

"რა თქმა უნდა, რთულია ისეთი გენიოსის წინააღმდეგ თამაში, როგორიც მესია. არგენტინელი მეტოქეს კარგად სწავლობს, აკვირდება მის მთავარ სისუსტეებს, შემდეგ კი მოქმედებას იწყებს. 

ჩემი აზრით, მესის ინდივიდუალურად მატჩის მოგება გაუჭირდება, ლიონელზე ორმაგი მეურვეობა უნდა დაწესდეს, ვფიქრობ, მისი შეჩერების მთავარი გზა სწორედ ესაა" -
განაცხადა ბჟენჩეკმა, რომელიც პოლონეთის ნაკრებს სათავეში 2018/21 წლებში ედგა.

შეგახსენებთ, პოლონელებმა მუნდიალის მერვედფინალში გასვლა ბოლოს 36 წლის წინ შეძლეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altემოციური ვიდეო: უსინათლო ბავშვი მესის გოლს აღნიშნავს [VIDEO]