გემახსოვრებათ, 64-ე წუთზე გილერმო ოჩოას კარი ულამაზესი დარტყმით ლიონელ მესიმ აიღო.
პლატფორმა "ტიკ-ტოკზე" ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნავს ლეოს გატანილ გოლს არგენტინის ნაკრების უსინათლო გულშემატკივარი მამასთან ერთად.
სებასტიან ფილერამომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, "როიტერსისაც", ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ პატარა გულშემატკივარს მსოფლიო ჩემპიონატის სტიკერები უსახსოვრა.
ფეხბურთს დასაკნინებლად ხშირად გაგვიგონია ან წაგვიკითხავს ფრაზა: "1 ბურთს 22 კაცი დასდევს". ლეოს გოლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია სპორტის ამ სახეობას, თუნდაც უსინათლო ადამიანისთვის...
შეგახსენებთ, დღეს, 30 ნოემბერს, არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია ნაწილობრივ Dailymail-ის მიხედვით
მესის გოლი და საგოლე პასი - არგენტინამ მექსიკა მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]
მისი უდიდებულესობა - ფეხბურთი!!!