Jutarnij List: არგენტინელთა გეგმა - ხორვატების პროვოკაციებით ძლევა

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყარო დიდი მოლოდინით ელის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების ნახევარფინალს და უნდა ითქვას, ევროპელები უიმედოდ სულაც არ არიან.

Jutarnij List-ი იტყობინება, რომ არგენტინელები ხორვატების პროვოცირებას გეგმავენ. კერძოდ, გამოცემის მტკიცებით, "ალბისელესტეს" სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ევროპულ კლუბში თავის პარტნიორს გაუმხილა, რომ მოწინააღმდეგის პროვოცირება და რიტმიდან გამოყვანა დაავალეს, 60 წუთში გატეხავენ და დაამარცხებენ. თურმე, ამ გუნდში ამ საუბარს მუდმივად განიხილავენ.

არგენტინელები თვლიან, რომ ხორვატთა ზოგიერთ ფეხბურთელს სუსტი ნერვები აქვს, 60 წუთში ან ორ გოლს გაუტანენ, ან ერთ-ერთი ხორვატის გაძევებას მიაღწევენ.
სამხრეთამერიკული ნაკრების სამმა წევრმა უკვე მიიღო სამი კონკრეტული ხორვატის პროვოცირების დავალება, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ყველაზე სუსტებად მიიჩნევენ.

ხორვატთა მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ამის შესახებ ინფორმირებულია და კომენტარიც გააკეთა: "ზუსტად ვერ ვიტყვით, ამის გაკეთებას აპირებენ თუ არა, მაგრამ ვიცით, ვიზავის მწყობრიდან გამოსაყვანად როგორ იქცევიან, როდესაც სურთ შეცდომა დააშვებინონ და ბარათები მიაღებინონ. ეს ნიდერლანდებთან შეხვედრაში უკვე ვნახეთ. გამარჯვების მოსაპოვებლად ამას არ ერიდებიან.

არაფერი არ მაკვირვებს, თუმცა სამწუხაროა, როდესაც ვიღაცას ფინალში გასვლა ბინძური მეთოდებით უნდა. ამასთან მშვიდად გამკლავება ადვილი არ არის. კონცენტრაციის შენარჩუნება და იმის შეგნება მოგვიწევს, რომ ეს მხოლოდ ბრძოლის ნაწილია. სიმშვიდის შენარჩუნება და არგენტინის მოედანზე ძლევა მოგვიწევს. უარესი ვარიანტი - დავნებდეთ და წავაგოთ, როგორც მოყვარულებმა. ეს დაუშვებელია.

მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჩვენთვის დიდი წარმატებაა. პლეი-ოფში ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი გვინდა. დიად არგენტინას შევხვდებით, რომელსაც ლიონელ მესი წინ მიუძღვის. ისინი მეტ ზეწოლას განიცდიან.

ვიცით, როგორ თამაშობენ და როგორი მიმართულებით აწყობენ თამაშს. ოპტიმისტი ვარ და ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მათ თავიანთი დონე და საბრძოლო ხასიათი აჩვენეს. ამის გარეშე ნახევარფინალში ვერ მოვხვდებოდით. მეტოქის სტილზე არ ავეწყობით, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლებთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენ უკვე ვნახეთ არგენტინის, ვითომ მაგარი ნაკრების საქციელი
ქომაგი
13:52 13-12-2022
0
ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთო.
მაგას თქვენ ფეხბურთს ეძახით?
არ გააბლატავდნენ ეს გაგერმანელებული სლავები!
ბს
10:31 13-12-2022
10

სიახლეები პოპულარული