უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლუკა მოდრიჩი: ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასა და ხორვატიის (3:0) მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ხორვატთა კაპიტანმა მატჩის მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო გააკრიტიკა, მისი თქმით, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვინც კი ოდესმე უნახავს.

"არგენტინამ სამართლიანად გაიმარჯვა, ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არბიტრია, ვინც კი ოდესმე მინახავს, უბრალოდ კატასტროფაა, ჩემი აზრით, პირველი გოლის ეპიზოდში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა.

ახლა უნდა დავისვენოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ" - განაცხადა მოდრიჩმა.

alt"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო

პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან