უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მბაპემ საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარს შემთხვევით დაზიანება მიაყენა

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე ხურდებოდა და ბურთს კარში ურტყამდა, ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა კი "მამლების" გულშემატკივარს მოხვდა, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო.

პსჟ-ის ფორვარდი მაშინვე მასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა, მატჩის შემდეგ კი თავისი მაისური აჩუქა.

მბაპეს საფრანგეთისა და მაროკოს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გოლი არ გაუტანია, თუმცა მისმა გუნდმა 2:0 მაინც იმარჯვა და 18 დეკემბერს ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ