
წყაროს ცნობით, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ეს გადაწყვეტილება "ვალენსიასთან" გამართული მატჩის შემდეგ მიიღო - ამ შეხვედრაში მბაპემ 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოუტანა გუნდს, ხოლო ვინისიუს ჟუნიორს გიორგი მამარდაშვილმა არ გაატანინა.
მბაპე "რეალის" რიგებში პენალტის მთავარი შემსრულებელი "არსენალთან", ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩიდან მიყოლებული იქნება.
მიმდინარე სეზონში მადრიდულმა გრანდმა 5 პენალტი ვერ გამოიყენა, ეს კი 2013/14 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ვინისიუს ჟუნიორმა კი 11-მეტრიანის გატანა ზედიზედ ორ მატჩში ვერ მოახერხა.