უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს, მაგრამ მე ამ დროს აღარ ვიქნები" - რას ამბობდა დიეგო 2019 წელს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ 2019 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებდა, თუმცა ამ დროს თავად ცოცხალი აღარ იქნებოდა. ამის შესახებ არგენტინელი ჟურნალისტი პაბლო კაბალიერო ირწმუნება.

დიეგო 3 წლის წინ ადგილობრივ "ხიმნასიას" წვრთნიდა, როდესაც თავის ადვოკატს, მატიას მორლასა და მის სპიკერს, მაქსი პომარგოს მესის შესახებ ესაუბრა.

"2006 წელი ლეოსთვის ისეთივე რთული იყო, როგორიც 1978 წელი ჩემთვის. მესი მზად იყო, თუმცა საკმარისი დრო ვერ მიიღო. ის მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს, მაგრამ ამ დროისთვის მე აღარ ვიქნები" - განაცხადა
მარადონამ.

შეგახსენებთ, მარადონა 1986 წელს "ალბისელესტესთან" ერთად მუნდიალის გამარჯვებული გახდა, 2008 წელს კი არგენტინის ნაკრებს სათავეში ჩაუდგა, თუმცა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიაკოს შემდეგ თანამდებობა დატოვა. ფეხბურთის ლეგენდა 2020 წელს გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.

altთქვენ ფიქრობთ, რომ სუპერგმირები ხართ? ეს ტყუილია! დღეები, რომლებმაც დიეგო მარადონას ცხოვრება შეცვალა

altდიეგო მარადონას ძმა გარდაიცვალა - მასაც გული გაუჩერდა

altარგენტინა გადაირია, ნაკრების საჩემპიონო აღლუმზე 5 მილიონი ადამიანი მივიდა - ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუაცია გახდა საჭირო [VIDEO]