ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას უმცროსი ძმა უგო მარადონა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უგო მარადონას გულის პრობლემა შეექმნა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - უგოს გული გაუჩერდა.
უგო ფეხბურთელი იყო, 18 წლისა "ნაპოლიში" გადავიდა. ის "არგენტინოს ხუნიორსში", "ასკოლიში", "რაიო ვალეკანოში", ვენის "რაპიდში", "დეპორტივო პეტარეში", "პროგრესოში", "ტოსუ ფიუჩერსში", "ავისპუ ფუკუოკოსა" და "კონსადოლე საპოროში" თამაშობდა.
დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა - ისიც გულის შეტევით.
თქვენ ფიქრობთ, რომ სუპერგმირები ხართ? ეს ტყუილია! დღეები, რომლებმაც დიეგო მარადონას ცხოვრება შეცვალა