ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენსმა Netflix-ზე გამოსულ ფილმში, სახელწოდებით "მსოფლიო კაპიტნები", იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ლიონელ მესიმ 2022 წლის მუნდიალის 1/4-ში გატანილი გოლი ნიდერლანდების წინააღმდეგ განსაკუთრებულად ემოციურად აღნიშნა.

"ვან გაალმა, ფაქტობრივად, რიკელმეს კარიერა "ბარსელონაში" დაანგრია, ის კი მესის კუმირი იყო.

მის ხელში არგენტინელი "ბლაუგრანაში" ვერ ათამაშდა. შემდეგ იჯარით "ვილიარეალში" გაუშვეს და ბოლოს ამავე კლუბს მიჰყიდეს.

როდესაც რიკელმე "ბარსელონას" მაისურით იტანდა, მწვრთნელის მისამართით ამ ჟესტს აჩვენებდა. მესიმაც ახლა სწორედ ეს გააკეთა და ვან გაალს რიკელმეს გამო ერთგვარი სამაგიერო გადაუხადა", - აღნიშნა ლორენსმა. 
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერ გავიგე ან ლეოს ფანები, რაზე უნდა გაბრაზდნე ან რონალდუსი, ასეთი რამ პირველად მესმის, ვისაც, როგორ უნდა ისე ღნიშნავს.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
alias
05 იანვარი 2024 14:27
2
მესის ფანი ვარ და სიმართლე გითხრა, მართლა არ მაინტერესებს როლანდო როგორ და რანაირად აღნიშნავს.
ლაშა
05 იანვარი 2024 15:13
1
ამ ჩემოიონატზე ყველაზე მებრძოლი გუნდი, არგენტინის ნაკრები იყო! და დამსახურებულადაც აწიეს თასი.
შალო
05 იანვარი 2024 13:43
6
ვისაც ეს მოგწონთ მესის ფანებო ასე რონალდუს ექნა ხო ატეხავდით ქარცეცხლს და მის ფეხბურთიდან მოკვეთას მოითხოვდით.
alli
05 იანვარი 2024 12:33
13
ეს მს. ჩემპიონატი არასოდეს დამავიწყდება, რადგანაც არგენტინის ნაკრებმა აჩვენა ძალიან კარგი ფეხბურთი! რაც შეეხება ლეო მესის აშკარად ეტყობოდა, რო იყო დაგეშილი გამარჯვებისთვის და თავის გუნდთან ერთად მიაღწიეს კიდევაც! ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ერთ გუნდად იყო შეკრული, ვერავის გამოყვობ ,ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ წარმატებაში! ლეოს ჟესტი, ვან გაალის მისამართით? მე მომეწონა და სხვისი არ ვიცი!
გია
05 იანვარი 2024 11:50
5
ოჰოჰო? რა ხართ ეს როლანდოს ფანები? აღარ დაიღალეთ ძველი და მოძველებული ფირფიტების ტრიალით? რო თითქოს მესიმ მოისყიდა ყველა და ყველაფერი? საინტერესოა, ნეტავ თქვენ თვითონვე თუ გჯერათ თქვენივე მოგონილი ზღაპრების?
allis
05 იანვარი 2024 14:24
1
რა იყო კარგი ფეხბურთი? იმაზე მეტი თერთმეტმეტრიანი დაუდეს ვიდრე რეალს სამი წელი ლიგა რომ მოიგო ზედიზედ. რამდენი საკამათო მომენტი იყო. ჯერ მარტო ნიდერლანდებთან რამდეჯერ მიეხმარნენ არგენტინას სხვა თამაშებში რომ არაფერი ითქვას და ფინალში ნაჩუქარი პენალტი ცალკე. ყველაზე სუსტი მსოფლიო ჩემპიონია არგენტინა.
alli
05 იანვარი 2024 12:32
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული