ცნობილი გახდა პირობა, რომლის მიხედვითაც, ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება კონტრაქტი პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან. ამისთვის საჭიროა, 45 წლის ესპანელმა სპეციალისტმა მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანოს გუნდი. ემერის მოქმედი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2018 წლის ივნისამდეა ძალაში.
ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ გათამაშებაში "პარი სენ-ჟერმენმა" 1:6 წააგო მერვედფინალის განმეორებითი მატჩი "ბარსელონასთან" მას შემდეგ, რაც პირველი 4:0 ჰქონდა მოგებული.
პრესა უნაი ემერის სავარაუდო შემცვლელებად ასახელებს ჟორჟე ჟესუშსა და ანდრე ვილაშ-ბოაშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"