ლიგა 1-ის 25-ე ტურის შეხვედრა "ტულუზსა" და პსჟ-ს შორის შესაძლოა გადაიდოს. ამის მიზეზი კი ქალაქ ტულუზში მიმდინარე ფერმერთა აქციებია. ადგილობრივი ფერმერები პროტესტს გამოთქვამენ მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, შეამცირონ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, რომელთაც შეუძლიათ სუბსიდია მიიღონ ევროკავშირიდან.
ფერმერები ქუჩაში ტრაქტორებით არიან გამოსულნი და ასევე არეულობას იწვევენ. მატჩი კი 10 თებერვალსაა დაგეგმილი.