Sky Sport Italia-ს ცნობით, მხარეები ორსეზონიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ და მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებიღაა დასაზუსტებელი.
ადრე იუწყეს, რომ ჯიჯის პარიზულ გუნდში გადასვლას 23 მაისს გამოაცხადებენ, ის გუნდის კაპიტანი გახდება და წლიურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.
გუშინ მან განაცხადა, რომ ყველაფრის მოსაფიქრებლად ერთი კვირა ესაჭიროება.