Corriere dello Sport: ბუფონმა პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა და რონალდოს ელის

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტი" ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ში გადავიდა.

გამოცემის მტკიცებით, 40 წლის ჯიჯიმ "პარი სენ ჟერმენთან" ორსეზონიანი შრომითი ხელშეკრულება გუშინ გააფორმა და მისი წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება.

ამის შესახებ ოფიციალურად რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმალობების მოგვარების შემდეგ იუწყებენ.

პარიზული კლუბი მალე "რეალის" თავდამსხმელის რონალდოს ტრანსფერის გაჩარხვას და სანუკვარი ოცნების - ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმედოვნებს.

როგორც გამცნეთ, კრიშტიანოს აგენტი, ჟორჟე მენდეში ამჟამად პარიზში იმყოფება და თავისი კლიენტის ტრანსფერზე პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
ასევე დაგაინტერესებთ