პსჟ "კვარას" 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა, ჯუღელმა გადაწყვეტილება დე ლაურენტისს მიანდო" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც "პარტენოპეიში" იასპარეზებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პსჟ-მა "კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო.

"ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. ის უკან უნდა დაიხიოს ისე, როგორც ეს "ნაპოლეონმა" რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.

კამპოსს ქართველის აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადაბარგებულიყო,
კამპოსი "კვარას" 5-წლიან კონტრაქტსა და 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა. ხვიჩას აგენტის პოზიცია კი არ შეცვლილა, მან ბოლო სიტყვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მიანდო, კინოპროდიუსერს ხვიჩას შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია.

საბოლოოდ, "ნაპოლი" და "კვარას" აგენტი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი "პარტენოპეიში" მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაუმჯობესდება", - წერს იტალიური გამოცემა.

altკიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

alt"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა შუაშია ნაპოლეონი და მით უფრო რუსეთი? ცოტა წაიქოცებს ეს ავტორი
ანდრო
19:14 10-06-2024
1
Დიდება კუტუზოვს
Ნიკოლოზი
05:21 09-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული