L’Equipe: ჯანლუიჯი ბუფონი ორშაბათს პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ორშაბათს პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს და პარიზული კლუბი პრეზენტაციასაც მოუწყობს.

ადრე იუწყეს, რომ "პარი სენ ჟერმენმა" 40 წლის ბუფონთან შეთანხმებას მიაღწია, ორსეზონიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.

ამას გარდა, ის 2022 წელს კატარში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი გახდება.

altჯანლუიჯი ბუფონი ევროტურნირებზე 3 მატჩითაა დასკვალიფიცირებული