ჯანლუიჯი ბუფონი: ვიგრძენი, ფეხბურთში უკანასკნელი სიტყვა ჯერ არ მითქვამს

AutoSharing Option
"იუვენტუსიდან" გადასულმა 40 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა დღეს პსჟ-ში პირველად ივარჯიშა და სიტყვა ჟურნალისტებსაც არ დაამადლა.

"ვიგრძენი, ფეხბურთში უკანასკნელი სიტყვა ჯერ არ მითქვამს და ახალი გამოწვევა მივიღე. ეს თავგადასავალი მე დამეხმარება ახალ სიმაღლეზე გავიდე, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. აქ თამაშის დასასრულებლად არ გადმოვსულვარ, ჩვენ ამბიციები გვაქვს. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ვფიქრობ, გუნდის ყველა ფეხბურთელი წარმატებისთვის თავს არ დაზოგავს და არც მე ვარ გამონაკლისი. დავამტკიცებ, რომ წარსულის დამსახურების გამო არ მათამაშებენ.

ასე მგონია, ფრანგული ფეხბურთი პროგრესს განიცდის. ამაზე საფრანგეთის
ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მეტყველებს. თქვენს ეროვნულ გუნდს და მის შესანიშნავ მწვრთნელს გამარჯვებას ვუსურვებ".