ტიერი ანრი შესაძლოა "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი შესაძლოა მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ანრის წარმომადგენლებმა "ბორდოსთან" დაიწყეს მოლაპარაკება. ადრე კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტა გაათავისუფლა, რადგან მან საჯაროდ გააკრიტიკა კლუბი გუნდის ფორვარდის, გაეტან ლაბორდეს "მონპელიეში" გაყიდვის გამო მისი თანხმობის გარეშე.

ანრისთან დაკავშირებული ინფორმაცია კი "არსენალის" ყოფილმა თავკაცმა არსენ ვენგერმა დაადასტურა.

"დიახ, მას სურს ეს. ანრი ჭკვიანია და მუშაობისთვის საკმარისი თვისებები გააჩნია. კითხვა იმაში მდგომარეობს, მზადაა თუ არა ადამიანი, პირადი ცხოვრება მწვრთნელის კარიერის გამო დათმოს", - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს
ჩემპიონატზე ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო.

alt"ასტონ ვილამ" მწვრთნელად ტიერი ანრის დანიშვნა გადაიფიქრა

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული