ნეიმარმა ლამაზი დრიბლინგით "რეიმსის" ორი ფეხბურთელი გააბრუა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი "რეიმსთან" (4:1) ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრაში ბრწყინვალე დრიბლინგით გამოირჩა.

ნეიმარი რამდენიმე მოძრაობით ეფექტურად გასცდა "რეიმსის" ორ ფეხბურთელს და სახიფათო შეტევა წამოიწყო.

გარდა ამისა, ბრაზილიელმა ერთი გოლიც მიითვალა.

ლიგა 1-ის 7 ტურის შემდეგ ნეიმარის ანგარიშზე 5 გოლი და 3 პასია და "მარსელის" ფეხბურთელის, ფლორიან ტოვენის შემდეგ ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა.

ხოლო პსჟ 7-დან 7 მოგებით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცი რომ თავმოყვარე ფეხბურთელს ასე გაგაბითურებს,ან ფეხებში უნდა შემოუსვა,ან ტაში დაუკრა.ჰო და ყველა არ უკრავს ტაშს.
სოსო
15:49 27-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული