ლიგა 1. XV ტურის წინ: როდის დაუცდება ფეხი პსჟ-ს?

AutoSharing Option
საფეხბურთო ევროპა ელის, როდის შეწყდება პსჟ-ის რეკორდული სვლა ლიგა 1-ში. გუნდმა უკვე ყველა რეკორდი დაამხო, მათ შორის ევროპის ტოპ-5 ლიგებისა და მორიგი გამარჯვება თომას ტუხელის შეგირდებისთვის მორიგი რეკორდის ტოლფასია.

არადა, მართლაც არის იმის საფრთხე, რომ პსჟ-ს ტრიუმფული სვლა შეწყდეს - ტური ჟირონდაში სრულდება, სადაც "ბორდო" ლიდერს მასპინძლობს. მანამდე კი ტუხელის ბიჭებმა უნდა შეძლონ ძალების აღდგენა, რომლებიც უხვად დახარჯეს "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ მატჩში.

რაც უნდა იყოს, პსჟ-ს ჯერ არ გაუნაღდა პლეი-ოფი, პარიზული კლუბისთვის მთავარი ასპარეზი კი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა.

პარიზელებს
"ლივერპულთან" მატჩში დაუბრუნდნენ კილიან მბაპე და ნეიმარი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტუხელმა "ბორდოსთან" რომელიმე მათგანი დაასვენოს.

ფაქტები
  • პსჟ-მ ზედიზედ 14 ტურში იმარჯვა.
  • ბორდომ ლიგა 1-ში ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა.
  • პსჟ-მ ლიგა 1-ის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.
  • მეტიც, პსჟ-მ ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში ორივე ტაიმი მოიგო.

ლიგა 1. XV ტური
პარასკევი, 30 ნოემბერი
სტ. ეტიენი-ნანტი 23:45

შაბათი, 1 დეკემბერი
ლილი-ლიონი 20:00
ანჟერი-კაენი 23:00
გენგამი-ნიცა 23:00
მონაკო-მონპელიე 23:00
ნიმი-ამიენი 23:00

კვირა, 2 დეკემბერი
ტულუზი-დიჟონი 18:00
მარსელი-რეიმსი 20:00
რენი-სტრასბური 20:00
ბორდო-პსჟ 23:59

ბომბარდირები: 11 - კილიან მბაპე (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 10 - ფლორან ტოვენი (მარსელი), ნეიმარი (პსჟ); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"