ხესემ პსჟ-ში ერთადერთი წუთი ითამაშა და ოქროს მედალს მიიღებს

AutoSharing Option
როგორც იცით, კორონავირუსის გამო საფრანგეთის ლიგა 1 ვადამდე დასრულდა და პსჟ ჩემპიონად გამოაცხადეს. ოქროს მედალს 27 წლის ნახევარმცველი ხესე როდრიგესიც მიიღებს, რომელმაც მთელ ტურნირზე მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.

მან მეოთხე ტურში "მეცთან" მატჩში მიიღო მონაწილეობა, რეგლამენტის მიხედვით კი ოქროს მედალს გადასცემენ.

სექტემბერში ხესე პსჟ-მა ლისაბონის "სპორტინგში" გაანათხოვრა, თუმცა თავი იქაც დიდად ვერაფრით ვერ გამოიჩინა და პორტუგალიურ გუნდს მასთან საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა უნდოდა.

ხესე "პარი სენ ჟერმენმა" 2016 წელს "რეალისგან" 25 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული