საფრანგეთის სუპერთასზე "ლილმა" პსჟ-ს სძლია

AutoSharing Option
თელ-ავივის "ბლუმფილდის" სტადიონზე ჩატარებულ საფრანგეთის სუპერთასზე ჩემპიონმა "ლილმა" თასის მფლობელი პსჟ 1:0 დაამარცხა. გოლი 45-ე წუთზე ნახევარმცველმა შეკამ გაიტანა. პარიზული გუნდი დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "პარი სენ ჟერმენს" ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი, მარკო ვერატი, ანხელ დი მარია, კილიან მბაპე და ნეიმარი ვერ დაეხმარნენ.

პსჟ-ში ახალწვეულებმა აშრაფ ჰაკიმიმ და ჟორჟინიო ვეინალდუმმა ითამაშეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ერთი და სხვა მრავალი.
პსჟ-ეს
09:16 02-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული