ეს არის ზღაპარი - ცნობილი გახდა, რა ანაზღაურებას სთავაზობს პსჟ ლიონელ მესის

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ დეტალებს ასაჯაროვებს, რომელსაც პსჟ ლიონელ მესის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ სთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, არგენტინელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმონ და სეზონურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე წამყვანმა სააგენტომ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეოს "სტად დე ფრანსზე" გადაბარგება დროის საკითხია.

მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.