გადაწყვეტილია: მესის კონტრაქტი პსჟ-ში, ნომერი და ყველა დეტალი!

AutoSharing Option
ერთდროულად რამდენიმე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უგუნდოდ მყოფი 34 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს და უკვე დეტალებსაც იუწყებიან.

მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

ნეიმარის შეთავაზებულ 10-ნომრიან მაისურზე მესიმ უარი თქვა და ახალ გუნდში 19 ნომერს აიღებს. ამ ნომრით ის კარიერის დასაწყისში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა.

RMC Sport-ის ცნობით, ლეო პარიზულ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და ამის შესახებ ოფიციალურად ამ უქმეებზე გამოაცხადებენ.

პსჟ იმედოვნებს,
რომ ფორვარდი კილიან მბაპე მესის ტრანსფერის შემდეგ წასვლას გადაიფიქრებს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩება გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვხედავ სახელი სწორად შეგირჩევია ,,კომბლე", მაგრამ ფეხბურთი რა შუაშია?
პეტრე
16:27 07-08-2021
3
ამ ხნის კაცს უკვე მობეზრებულიც აქვს სირბილი, მე ის მიკვირს, კიდევ კარიერაზე რომ ფიქრობს,
დაჯე დაისვენე, რას დახტიხარ, არ მოგბეზრდა ეს მაიმუნობა?
კ ო მ ბ ლ ე
14:08 07-08-2021
42

სიახლეები პოპულარული