მესი და რონალდო ერთად პარიზში, თუ მბაპე წავა, ამ სუპერფორვარდს იყიდიან - რა გეგმები აქვს პსჟ-ს მძიმე მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალთან" მძიმე მარცხის შემდეგ პსჟ დანებებას არ აპირებს და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

უკვე იწერება იმის შესახებ, გუნდის ფორვარდის, კილიან მბაპეს ტრანსფერი "ბლანკოსში" პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ამის შესახებ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, რომ თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და ლეონარდომ ფრანგი ფორვარდი დარჩენაზე ვერ დაიყოლია, პარიზელები მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებას შეეცდებიან.

ამას გარდა, აქტიურად მიდის საუბარი "პარკ დე პრენსზე" კრიშტიანო რონალდოს გადაბარგებაზეც. ინგლისური პრესის ინფორმაციით, თუ
"იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდს" აუცილებლად დატოვებს.

უკვე ვრცელდება ცნობა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" კრიშტიანოს შემცვლელის ძებნაც კი დაიწყო და ასეთად "ევერტონის" ბრაზილიელი შემტევი რიშარლისონი ჰყავთ შეგულებული.

მოკლედ, პარიზში მორიგი ცხელი ზაფხული იქნება და როგორც ჩანს, მორიგ ხმაურიან გარიგებებსაც ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სოსოს-ს.ორი მოწონება აქვს შენს კომენტარს და აქედან ერთი ჩემია.მეც მესისტი ვარ და მისი ფასი არ მესწავლება.უბრალოდ ეს პროექტი პსჟ-ში თუ განხორციელდა,ეგ მთავარი მიზეზი,მაინც არ აღმოიფხვრება და საჭიროდ აღარ ჩავთვალე,სახსენებლად.წინა კომენტარებში ნათქვამი მაქვს,რომ მხოლოდ მბაპე თამაშობს აღმაფრენით,მესი და ნეიმარის თამაში კი,უფრო მუშაობას ჰგავს,მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მუშაობას.ალბათ არ გესწავლება,რომ ხასიათგაფუჭებულ კაცს,უფრო მეტად სტკივა და უფრო მეტად იღლება.ბარსელონაშიც რომ დააბრუნოს ლაპორტამ,მეეჭვება ის ბზარი გამთელდეს,რაც მესის გულში დაუტოვეს.ის ხომ მსუბუქი ფორმის აუტიზმით არის დაავადებული და ასეთი რამეები,განსაკუთრებით მტკივნეულია მისთვის.არ შეიძლებოდა, მისი ბარსელონადან გაშვება.მისთვის, კომფორტის ზონა უკვე აღარ არსებობს.
სოსო
13:37 11-03-2022
2
როგორც არ უნდა ვიფიქროთ. ეს ძალიან მაგარი იქნება კარიერის მიწურულს ორი ლეგენდის ერთად თამაში, რომლებმაც ფეხბურთის ახალი ეპოქა შექმნეს.მათი დუეტი ძალიან მაგარი იქნება, თითოეული მომენტი, უბრალოდ უნდა ისიამოვნონ თამაშით
ნიკა გაბრიაძე
13:25 11-03-2022
1

სიახლეები პოპულარული