დონარუმას იტალიაში დაბრუნება უნდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების 23 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-ის დატოვება სურს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

გამოცემის მტკიცებით, დონარუმა პარიზულ გუნდში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და სამშობლოში დაბრუნება უნდა.

"იუვენტუსი" სერია A-ს ერთადერთი კლუბია, რომელსაც დონარუმას გადაყვანა შეუძლია, აკვირდებიან სიტუაციას, მაგრამ, ალბათ, ტრანსფერს ზაფხულში ვერ განახორციელებენ. მიზეზი კი ისაა, რომ მისი წლიური გასამრჯელო ბონუსებიანად 10 მილიონი ევროა.

ამ სეზონში დონარუმამ საფრანგეთის ლიგა 1-ის 12 მატჩში 11 გოლი გაუშვა.