პსჟ ნეიმარის გაშვებას გეგმავს - პარიზელებმა იტალიურ გრანდს ბრაზილიელის იჯარა შესთავაზეს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, პსჟ-ის ახალმა სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა "იუვენტუსს" ნეიმარის იჯარით აყვანა შესთავაზა.

ამას გარდა, პარიზელები მზად არიან, ფეხბურთელის ანაზღაურების ნახევარი გადაიხადონ.

ბრაზილიელმა გასულ სეზონში ფრანგული გუნდის მაისური 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ნეიმარის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.
ტეგები: