"ნაპოლის" ნახევარმცველი პსჟ-ში გადავიდა

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი "ნაპოლიდან" პსჟ-ში გადავიდა, - იტყობინება პარიზული კლუბი საიტით.

"პარი სენ ჟერმენმა" ესპანელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი ბონუსებიანად პსჟ-ს 24 მილიონი ევრო დაუჯდება, ფეხბურთელის სეზონური გასამრჯელო კი 5 მილიონი იქნება.

გასულ სეზონში მან "ნაპოლიში" 38 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ