მისი ბოლო კლუბი კარიერაში - პსჟ-ის გეგმები მესისთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ფრანგული პრესის ინფორმაციით, პსჟ გუნდის ვარსკვლავ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგლძრივებას აპირებს.

როგორც იცით, არგენტინელ ვარსკვლავს პარიზელებთან შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

პსჟ-ის ბოსების მიზანია, ლეოს კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაუხანგლძრივონ და მან კარიერა "პარკ დე ფრანსზე" დაასრულოს.

მოგეხსენებათ, მესის დაბრუნებით მისი ყოფილი კლუბი "ბარსელონაცაა" დაინტერესებული.