მბაპეს 3 მოთხოვნა აქვს - რა შემთხვევაში დარჩება ახალგაზრდა ვარსკვლავი პსჟ-ში

AutoSharing Option
OK Diario-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე პსჟ-ში დასარჩენად მზადაა, თუმცა ამისთვის კლუბს მისი 3 სურვილის შესრულება მოუწევს.

მბაპეს უნდა, რომ პარიზელებმა ნეიმარი გაყიდონ, ჰარი კეინი დაიმატონ და მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნონ.

თუ პსჟ-ის უფროსობა კილიანს ამ მოთხოვნებს არ შეუსრულებს, ის გუნდს 2023 წლის ზაფხულში, ანაც 2024 წელს უსასყიდლოდ დატოვებს.