წარმოუდგენელი შეთავაზება მესის - ნახეთ, უფრო გაზრდილი, ასტრონომიული რიცხვი, რომელსაც არგენტინელი "ალ ჰილალში" გადასვლის შემთხვევაში გამოიმუშავებს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, საუდის არაბეთის კლუბი "ალ ჰილალი" ლიონელ მესის სეზონურად 500 მილიონ ევროს სთავაზობს.

საინტერესოა, რომ გუნდის წინა შეთავაზება 400 მილიონით ნაკლები გახლდათ, თუმცა ახლა "ალ ჰილალის" წარმომადგენლებმა უფრო მაცდური შეთავაზება გააკეთეს.

მოგეხსენებათ, მესის პსჟ-ისთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მის სახელს ყოფილ გუნდ "ბარსელონას", აშშ-სა და საუდის არაბეთს უკავშირებენ.

ინფორმაციისათვის, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ახლა კრიშტიანო რონალდოა, რომელსაც "ალ ნასრი" 173 მილიონ ევროს უხდის.