თუ "ალ ჰილალში" გადავა, მბაპე წლიურად 700 მილიონს გამოიმუშავებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე საუდის არაბეთს მიაშურებს, წლიურად 700 მილიონს გამოიმუშავებს.

მას "ალ ჰილალი" სეზონურად 200 მილიონ ევროს სთავაზობს. ფრანგი კიდევ 500 მილიონს კომერციული შეთავაზებებითა და რეკლამებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მბაპე ამჟამინდელ კლუბ პსჟ-ს, რომელთანაც კონფლიქტი აქვს, იაპონიაში მოსამზადებელ შეკრებაზე არ გაჰყვა და დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალს" მიაშურებს.
ასევე დაგაინტერესებთ