ცნობილი გახდა, როდის გამოაცხადებს "რეალი" ოფიციალურად მბაპეს ტრანსფერს

AutoSharing Option
ცნობილი და ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რეალი" კილიან მბაპეს ოფიციალურად დამატებას 14 ივნისს გამოაცხადებს.

ფორმალურად ფრანგ თავდამსხმელს პარიზელებთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ის რიგებში 7 სეზონის განმავლობაში ირიცხებოდა. მან ჯამში 308 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 256 გოლი გაიტანა და 108 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული