პსჟ-ს კატარელებმა შეიძლება დაფინანსება შეუწყვიტონ

AutoSharing Option
RMC Spor-ის ცნობით, 5 თებერვალს, პსჟ-ის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის ბრალი წაუყენეს ხმის მოსყიდვის თანამონაწილეობაში, ხმის მიცემის თავისუფლების ხელყოფაში და კომპანია Lagardère-ს საზიანოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

სავარაუდოდ, ალ-ხელაიფიმ საკუთარი გავლენა ისე გამოიყენა, რომ QIA (Qatar Investment Authority), რომელიც მაჟორიტარული აქციონერია, შეცვალა თავისი ხმა Lagardère-ს ჯგუფის მართვის შესახებ დავაში.

ამან კატარში აღშფოთება გამოიწვია და შეიძლება საფრანგეთში პსჟ-სა და beIN Sports-ს დაფინანსება შეუწყვიტონ. პარიზული კლუბი კატარიდან ინვესტიციებს 2011 წლიდან იღებს და მას შემდეგ გუნდი თერთმეტჯერ გახდა ქვეყნის ჩენპიონი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სკოლაში გვასწავლეს რომ გალაქტიკაში მხოლოდ ერთი მწველი და კაშკაშა ვარსკვლავი არსებობს რომელსაც მზე ჰქვია, მაგრამ ამ დალოცვილ საქართველოში ყველაფერი ხომ უხვად გვაქვს და ეს "მზე" ხალხიც უხვად მოგვეპოვება კახას და ზაზას თამადობით.
მამუკა
02:53 14-02-2025
0
ვაიმე,ხვიჩუნიას რა ეშველება ? მგონი ვიღუპებით
ზაზა
01:18 14-02-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული