ბექჰემმა MLS-ში გუნდის დასარეგისტრირებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიიღო. ინგლისელმა აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას ლიგაში გასაწევრიანებლად 25 მილიონი დოლარი გადაუხადა.
"სალამი, დევიდ! პირველ რიგში, გილოცავ და იმედია, ყველაფერი კარგად აგეწყობა. ვინ იცის, იქნებ რამდენიმე წელში შენს გუნდში სათამაშოდ დამიძახო", - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.
აღსანიშნავია, რომ კლუბი მაიამიში იქნება დაფუძნებული. კლუბის სახელი ჯერჯერობით უცნობია.