ლევანდოვსკი ზედიზედ მეშვიდედ დაასახელეს პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად
AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მიჯრით მეშვიდედ დაასახელეს პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად.
მან გუშინ ბუნდესლიგის 22-ე ტურში "შალკეს" გაუტანა გოლი, ზედიზედ 11 საშინაო მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.