"ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?" - რონალდოს უცნაური პასუხი

AutoSharing Option
"ალ ნასრის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას კვლავ "მანჩესტერ სიტი" მოიგებს, პორტუგალიელმა "ქალაქელთა" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

აღნიშნულმა პასუხმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები ძალიან გააღიზიანა, რადგან რონალდო "მანკუნიანელთა" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

"სიტი" გასულ წელსაც შესანიშნავი გუნდი იყო, მწვრთნელები, მოთამაშეები... მათ წარმატება დაიმსახურეს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას 2 წლის წინაც იმსახურებდნენ.

ჩემი აზრით, ტურნირის ფავორიტი წელსაც გვარდიოლას გუნდია. მათთან ერთად კი ფავორიტებად მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" მივიჩნევ", - განაცხადა რონალდომ.

altპედრი

ელ კლასიკოს წინ: ყოველთვის რონალდოსთან ერთად თამაში მსურდა

alt"აი, ასე სამარცხვინოდ მოექცნენ რონალდოს" - პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელი

მკითხველის კომენტარები / 10 /
და რა არის აქ უცნაური? ძალიან სწორი და ლოგიკური პასუხი გაუცია. როგორც ჩანს, რაკი მანიუში თამაშობდა, ჯგუფში ჩარჩენილი გუნდი უნდა დაესახელებინა მთავარ ფავორიტად.
ზურა
03:35 28-01-2024
0
წელს პსჟ-ს ჯერიც დადგა.
მით უმეტეს, რომ ფავორიტებში არ მოიაზრებენ და მათი მოგება არ გააკოტრებს ტოტალიზატორებს.
ქომაგი
15:02 21-01-2024
6

სიახლეები პოპულარული