ესეც რევანში - ბრაზილიამ გერმანია ბერლინში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა ბერლინში გერმანია 37-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუშის მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და გასულ მუნდიალზე განადგურებისთვის რევანში აიღო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამ გერმანიას 2005 წლის შემდეგ პირველად სძლია. ამ მარცხით შეწყდა ბუნდესგუნდის წაუგებელი 22-მატჩიანი სერია. ბოლოს ეს გუნდი გასული ევროპირველობის ნახევარფინალში დამარცხდა საფრანგეთთან (0:2).

მართალია, ეს რევანში სრულფასოვანი და დიდი მნიშვნელობის არაა, მაგრამ პენტაკამპეონებმა მაინც დაამტკიცეს თავიანთი კლასი. თანაც, ტრავმირებული ნეიმარის გარეშე.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სტატიის ავტორ იმეცადინე ჯერ დრო გააქვთ
argo
12:39 28-03-2018
1
ესეც რევანშიიი??? :D :D მესმის ესეთი რაღაც დაწეროს ბრაზილიის თავგადაკლულმა გულშემატკივარმა მაგრამ ადამიანი რომელიც საკუთარ თავს სპორტულ ჟურნალისტს უწოდებს და მსგავს სათაურს არქმევს სტატიას უბრალოდ სირცხვილია... ამხანაგურ თამაშში გერმანიის მეორე გუნდთან 0-1 თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევფინალში წაგებულ(მარაკანაზე) 1-7 არევანშებს მაშინ ფეხბურთი მომკვდარა..
effe
12:28 28-03-2018
1

სიახლეები პოპულარული