"ატლეტიკოსთან" დამარცხების შემდეგ "სპორტინგის" პრეზიდენტმა 19 ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე მადრიდში "ატლეტიკოსთან" დამარცხების (0:2) შემდეგ, "სპორტინგის" პრეზიდენტმა ბრუნუ დი კარვალიუმ 19 ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანა.

ამან მოთამაშეები აღაშფოთა და კოლექტიური ღია წერილი გამოაქვეყნეს. სახელდობრ, მათ აღნიშნეს, რომ შიდა პრობლემები გუნდში უნდა მოგვარდეს და არ უნდა გახმაურდეს.

საპასუხოდ დი კარვალიუმ განაცხადა, რომ ურჩებს უფრო მკაცრად დასჯის, ამ გათამამებული ბავშვების საქციელი გულის ამრევია და ისინი არავის არ სცემენ პატივს.

O Jogo-ს ცნობით, კვირას "პასუშ ფერეირას" "სპორტინგი" ახალგაზრდული გუნდით დაუპირისპირდება, რომელიც ქვედა დივიზიონის 20-გუნდიან ჩემპიონატზე მე-19 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ