ქართველებს რონალდოს ექსდამრიგებელი უთავკაცებს

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტში" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ - ეს ადამიანი 67 წლის რუმინელი ლაზლო ბოლონი გახლავთ.

ბოლონის ძალიან ბევრ კლუბში უმუშავია, მათ შორის, პაოკ-ში, "მონაკოში", "რენში", "ნანსიში"; ერთი პერიოდი რუმინეთის ნაკრებსაც თავკაცობდა, ბოლოს კი ბელგიური "ანტვერპის" დამრიგებელი იყო.

თუმცა რუმინელი სპეციალისტის კარიერაში ოქროს ასოებით ჩასაწერი ერთი "დეტალია" - ის 2001-03 წლებში სათავეში ლისაბონის "სპორტინგს" ედგა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოს პირველი მწვრთნელი იყო პროფესიონალურ დონეზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტორუპი ცუდი მწვრთნელი არ იყო მაგრამ შეცდომა ის დაუშვა რომ რადგან დავიდი კარგ ფორმაში შეხვდა მის მწვრთნელობის პერიოდს გუნდი მასზე ააწყო და მერე ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო. ჩაკვეტაძე მაინც უნდა გამოეყვანა ბოლო თამაშში და ის მაინც ექნებოდა სათქმელი აჰა ყველაფერი ვცადე და რა ვქნაო მაგრამ ყველაფერი არ სცადა ქართველები ასევთქვათ მოტეხა ახალ სეზონში და მადლობა ღმერთს მოხსნეს თანამდებობოდან
იაგო
20:41 20-08-2020
3
ვერ ვხვდები ტორუპისგან რა გინდათ. ჩაკვე ერთი წელიწადია არ თამაშობს თავისი ტრამვის გამო და არა მწვრთნელის, თორე როცა ჯანზე იყო სულ ათამაშებდა. ქვილი კიდე კონკურენციის ამბავია, თავდასხმაში იარემჩუკიც და დეპოიტრეც ჯობს და მაგ ორის გარდა კიდევ რამდენიმე ახალი თავდამსხმელი ყავს, მუშა მორბენალი ზანგები, მარა მაგათი თამაში დიდად არ მინახავს.
ჩაკვე ისეც და ასეც დაიმკვიდრებს ადგილს, მთავარია ჯამრთელობამ შეუწყოს ხელი. თან დავიდი აღარაა და უკონკურენტოა. აი ქვილის ამბავში მეეჭვება ძირითადში დამკვიდრების რამე შანსი, რომ ჰქონდეს.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული