სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი: აბრამოვიჩს მოპარული ფულით შეძენილი "ჩელსი" შეიძლება ჩამოართვან

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქს რომან აბრამოვიჩს შეიძლება საფეხბურთო კლუბი "ჩელსი" ჩამოართვან. ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა იგორ ლებედევმა გააკეთა:

"დაისვა საკითხი ოლიგარქების მიერ უკანასკნელ ათწლეულებში კაპიტალის ვაგონებით გატანის შესახებ, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი და მოქალაქეობა მიიღეს.

ახლა კი იქ მიიღეს კანონი, რომ თუ 50 ათას ფუნტზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენ, ფულის წარმომავლობა უნდა დაასაბუთო. თუმცა, ძნელია იმის დასაბუთება, რაც მოიპარე.

აბრამოვიჩი ალბათ, იმ პირთა სიაში მოხვდება, რომელთა მიმართ ბრიტანეთის ხელისუფლებას შესაბამისი კითხვები ექნება და შეიძლება
"ჩელსი" ჩამოართვან.

რას იზამ, ყველამ იცოდა, საზღვარგარეთ კაპიტალით გაქცევისას რაზე მიდიოდა - ადრე თუ გვიან მსგავსი სიტუაცია შეიქმნებოდა.

პრეზიდენტმა პუტინმა, თუ არ ვცდები, 2 წლის წინ ყველას დაბრუნებისაკენ მოუწოდა. ეტყობა იცოდა ის, რაც ჩვენ ახლა შევიტყვეთ. არ დაუჯერეს. ნუ, რით შეგვიძლია ამ ვითარებაში დავეხმაროთ?

ვფიქრობ, თუ ბრიტანეთის ხელისუფლება აბრამოვიჩს ქონებას დაუყადაღებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 75% აღფრთოვანებული დარჩება და ტაშს დაუკრავენ. აი, ასეთი ხალხი გვყავს, რას იზამ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ ნერვიულობთ - ებრაელია ბოლომდე არ გაწირავენ
brola*
13:07 17-04-2018
0

სიახლეები პოპულარული