
"დონ ბალონი" იუწყება, რომ "ბარსამ" თადარიგი დაიჭირა და მისი შემცვლელი შეიგულა: ეს "ტოტენჰემის" 26 წლის დანიელი ჰავბეკი კრისტიან ერიკსენია.
კატალონიური კლუბი კრისტიანს გვარიან გასამრჯელოს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს პირდება.
გამოცემა ამტკიცებს, რომ მას "რეალიც" ეპატიჟება, მაგრამ კარიერის ასულგრანაში გაგრძელება სურს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერიკსენმა 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.