"ბარსელონა" ჩემი სახლია. ვერ ვიტყვი, რომ იქ არ დავბრუნდები. ოღონდ დამიძახონ და ხვალვე დავბრუნდები. მოგატყუებდით, რომ მეთქვა, ამ გუნდიდან წასვლის შემდეგ მას არ ვუქომაგებ-მეთქი. გამიჭირდა "ბარსას" დატოვება, რადგან დიდი წვლილი შევიტანე ასულგრანას დიადი ისტორიის შექმნაში, რაზეც კლუბი შესაძლოა ვერც იოცნებებდა.
ბლაუგრანაში 8 წელიწადში 23 ტურნირი მოვიგე. ისინი კი უპატივცემულოდ დამემშვიდობნენ. იმდენად ვიყავი განაწყენებული, რომ გაცილებაზე უარი ვუთხარი. ვინაიდან "ბარსელონა" ჩემი სახლია, რატომ დავემშვიდობო იმ ადგილს, სადაც დაბრუნებას ვაპირებ?"