ული ჰიონესი: გუნდს მწვრთნელად მოურინიოს მსგავსი სუპერვარსკვლავი არ სჭირდება

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჟურნალ Playoff-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდს მწვრთნელად მოურინიოს მსგავსი სუპერვარსკვლავი არ სჭირდება:

"შენს გუნდს არა სუპერვარსკვლავი, არამედ ისეთი მწვრთნელი უნდა ჩაუყენო სათავეში, რომელიც მასთან გაერთიანდება.  "მანჩესტერის" მენეჯერის მოურინიოს მაგალითს მოგიყვანთ. პორტუგალიელს "მანიუ" ახალ სიმაღლეზე არ გაუყვანია. ამ დროს მთელი ყურადღება ყოველთვის მასზეა კონცენტრირებული".