"რეალის" ექს-პრეზიდენტი კალდერონი: "რეალს" რონალდოს გაყიდვა ძვირად დაუჯდება

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი თვლის, რომ მადრიდულ კლუბს თავდამსხმელი რონალდო "იუვენტუსისთვის" არ უნდა მიეყიდა.

"ეს უპატიებელი შეცდომაა, რომელიც "რეალს" ძვირად დაუჯდება. ახლა კილიან მბაპესა და ნეიმარზე საუბრობენ, მაგრამ მათ რონალდომდე ბევრი უკლიათ.

ფლორენტინო პერესი ამას მწარედ ინანებს. კრიშტიანო ნომერი პირველია და ბლანკოსმა უდიდესი დანაკლისი განიცადა. "იუვემ" მაგრად იხეირა. სატრანსფერო თანხას ბიანკონერი სპონსორული და სარეკლამო კონტრაქტებით ამოიღებს".

altორშაბათს რონალდო ტურინში ჩავა


altკრიშტიანო რონალდო იტალიაში გადასვლამდე ესპანეთის ხაზინას 18.8 მლნ ევროს გადაუხდის