კრიშტიანო რონალდო იტალიაში გადასვლამდე ესპანეთის ხაზინას 18.8 მლნ ევროს გადაუხდის

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო ტურინში გადასვლამდე ესპანეთის საგადასახადო ორგანოების მიმართ დავალიანებას დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ რონალდო მადრიდის "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

რონალდოსთან მიმართებაში საგადასახადო მაქინაციებთან დაკავშირებით საქმე იყო აღძრული. მას 14.7 მლნ ევროს გადასახადების დამალვაში ედავებოდნენ.

რონალდო ესპანეთის ხაზინაში ამ თანხას და დამატებით ჯარიმას შეიტანს, რაც საბოლოო ჯამში 18.8 მლნ ევრო გამოდის.


მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული