რუსეთის პრემიერლიგაში აღარ იასპარეზებს გაკოტრებული პერმის ამკარი და მისი ადგილი პირველი ლიგაში გავარდნილმა მახაჩკალის "ანჟიმ" დაიკავა, თუმცა შესაძლოა ჩემპიონატი დაღესტნურმა გუნდმა ვერ ჩაამთავროს.
"ანჟი", რომლის ღირსებასაც ახლო წარსულში არაერთი ქართველი ფეხბურთელი იცავდა, ფინანსურ კრიზისშია. კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ ფლეგონტოვმა განაცხადა, რომ მძიმე ვითარებაში არიან, თანამშრომელთა შტატი შეამცირეს და იაფფასიან ოფისში გადავიდნენ.