შავ დღეში ჩავარდნილ "ანჟის" რობერტო კარლოსი და ეტო'ო გადარჩენას უსურვებენ, მაგრამ ცენტითაც არ ეხმარებიან

AutoSharing Option
იყო დრო და მომენტი, მახაჭყალის "ანჟიში" რობერტო კარლოსი და სამუელ ეტო'ო თამაშობდნენ, რაც სრული ნონსენსი იყო, რადგან დაღესტნური ფეხბურთის შესახებ იქამდე არავის არაფერი სმენია - მათი გუნდი მახაჭყალის "დინამო" ყოფილი სსრკ-ის პირველობის მე-2 ლიგის მე-9 ზონის მაჩანჩალა გახლდათ.

ლეკური ცეკვა გაგვიგია, თამაშიც, ფეხბურთის თამაშისა კი რა მოგახსენოთ.

"ანჟის" ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი პატრონობდა, მაგრამ მარტო ლეგიონერებით, იქ, სადაც საფეხბურთო ტრადიციები არ არსებობს, ძნელია შედეგის მიღწევა. მერე კერიმოვს ფულის ხარჯვა მობეზრდა, თავადაც შეექმნა პრობლემები (ამას წინათ საფრანგეთში დაკავებული იყო) და მიატოვა გუნდი.

მოკლედ, ამჟამად "ანჟის" ფინანსები რომანსებს მღერიან, "უფასთან" გასვლითი მატჩისთვის პირველ გუნდს ავიაბილეთების ფული ძლივს შეუგროვეს, დუბლები კი ავტობუსით გაემგზავრა. ცნობისათვის, მახაჭყალიდან უფამდე 2 200 კილომეტრია.

"ანჟის" მორალური მხარდაჭერა გამოუცხადეს მისმა ყოფილმა ფეხბურთელებმა რობერტო კარლოსმა და სამუელ ეტო'ომ, ფინანსურად კი, რა თქმა უნდა, არ დაეხმარნენ. არც არიან ვალდებულნი.

"ას - სალიამი ალეიქუმ. "ანჟი" იცოცხლე!", - ვიდეომიმართვა გაუგზავნა ყოფილ კლუბს რობერტო კარლოსმა.

"წინ, "ანჟი"! წარმატებები", - გაამხნევა გუნდი ეტო'ომ.

alt"ამკარი" გაკოტრდა, "ანჟი" გაკოტრების პირასაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველების გადმოთრეული ანჟი... სანამ მაგ კარლოს - ეტოოებს ჩამოათრევდნენ, მანამდე ქართველებმა ამოუთრიეს გუნდი უმაღლეს ლიგაში და მერე ეგრევე სუყველა გაყარეს ერთი წუთი არ უთამაშებიათ. 5 თუ 7 ქართველი იყო ხოჯავას და მარცვალაძის ლიდერობით, და ომარი თეთრაძე იყო მწვრთნელი. 3 ჯერ გაუკეთეს ესე რუსეთში ქართველების მაგ ჯგუფს, გუნდი გადააყვანინეს უმაღლესში და ეგრევე გაყარეს. ძალიან მწარედ ზღვავენ პასუხს მაგაზე, რუსული ფეხბურთი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მტერი.
ზვიადი
18:17 02-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული