ლიბერიის პრეზიდენტმა ჯორჯ ვეამ 51 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების რიგებში ითამაშა

AutoSharing Option
ჯორჯ ვეამ, რომელიც პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, ვინც "ოქროს ბურთი" მოიგო, ლიბერიის ნაკრების რიგებში ნიგერიასთან მატჩში 79 წუთი ჩაატარა.

51 წლის ყოფილი ფეხბურთელი ახლა საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტია, ამხანაგური მატჩი კი მის საპატივცემულოდ ჩატარდა. ვეას 14-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გადასცეს და ეროვნულ გუნდში ამ ნომრით აღარავინ ითამაშებს. ვეტერანი ფეხბურთელი სწორედ ამ მაისურით ასპარეზობდა კარიერის პიკში.

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტად იანვარში აირჩიეს.

მატჩი ლიბერიის ნაკრებმა 1:2 დათმო. ნიგერიის რიგებში ისეთმა ფეხბურთელებმა ითამაშეს, როგორებიცაა: "სტოკ სიტის" ნახევარმცველი პეტერ ეტებო და "ლესტერის" ფეხბურთელები ვილფრედ ნდიდი და
კელეჩი იენაჩო.

ჯორჯ ვეამ კარიერა 2003 წელს დაასრულა. მას 18 წლის განმავლობაში "მილანის", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", პსჟ-ის და "მონაკოს" რიგებში უთამაშია.

alt"ოქროს ბურთის" მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული