ზიდანი ლონდონში შეყოვნდა - მოურინიოს გადაყენებას ელოდება და ვუდვორდს ურეკავს?

AutoSharing Option
ფიფას დაჯილდოებაზე ჩასული ზინედინ ზიდანი ლონდონში მეუღლესთან ერთად შეყოვნდა და ქუჩაში აბეზარი ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევენ.

მათი მთავარი კითხვაა  - სურს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარება? ზიზუს საშველი რომ არ მისცეს, ტელეფონის ჯიხურთან მივიდა, ყურმილი აიღო და რეპორტიორს ხუმრობით უთხრა, "მანიუს" აღმასრულებელ დირექტორს ედ ვუდვორდს ვურეკავო.

ზიდანს თავისი გუნდის მაიამის "ინტერის" გაწვრთნას დევიდ ბექჰემი სთავაზობს, თუმცა ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ ის ჟოზე მოურინიოს გადაყენებას ელოდება.

როგორც იცით, გუშინ ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერი" საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში ჩემპიონშიპის "დერბისთან"
დამარცხდა და გულშემატკივრების მოთმინების ფიალა აივსო.

ESPN-ი იუწყება, რომ ფეხბურთელები გაღიზიანებულნი არიან და ზოგიერთი მათგანი გუნდის დატოვებას აპირებს, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით პორტუგალიელს მხარს უჭერს.

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის 1/16 ფინალიდან ლამპარდის "დერბიმ" გამოაგდო [VIDEO]

altზიდანი "მანჩესტერში" გრიზმანის ტრანსფერს განახორციელებს, პოგბა კი გუნდს აღარ დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ რა გუნდს აფუჭებს ჟოზე? ნეტა მალე დანიშნონ ზიზუ , მერე კი ნამდვილად ახდება ნეიმარის ნათქვამი
ტოტტი
23:09 26-09-2018
4

სიახლეები პოპულარული